
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩემი, როგორც პოლიტსაბჭოს წევრის, უფლებამოსილება დასრულდა. რეჟიმის პირობებში სტატუსებისა და თანამდებობებისთვის ბრძოლა, მაშინ როდესაც ქვეყანა დემოკრატიის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის იბრძვის, ჩემთვის სრულიად უადგილოა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს წევრობა არასოდეს ყოფილა მისი თვითმიზანი და ეს არც მომავალში იქნება.
"დღეს ჩემი, როგორც პოლიტსაბჭოს წევრის, უფლებამოსილება დასრულდა. ამასთან ერთად, ვადა ამოეწურათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა უფლებამოსილ ორგანოს წევრსაც, რაც ნიშნავს, რომ დადგა მანდატების განახლებისა და პარტიული სტრუქტურების განახლების ეტაპი.
პოლიტსაბჭოს წევრობა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი და არც მომავალში იქნება. არც პარტიული თანამდებობები მიმაჩნია პოლიტიკაში მთავარ ფასეულობად.
რეჟიმის პირობებში სტატუსებისა და თანამდებობებისთვის ბრძოლა, მაშინ როდესაც ქვეყანა დემოკრატიის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის იბრძვის, ჩემთვის სრულიად უადგილოა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობაა. სწორედ მან დააფუძნა ეს ძალა და მისი ისტორიული, პოლიტიკური და იდეური როლი ამ პარტიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განუსაზღვრელად დიდია. ბოლო წლებში არაერთი მცდელობა ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ეს პოლიტიკური ძალა ჩამოეშორებინათ, თუმცა ყველა ასეთი მცდელობა მარცხით დასრულდა. მიმაჩნია, რომ პარტია, რომელიც მის სახელსა და იდეებს უკავშირდება, სწორედ მის გარშემო უნდა იყოს კონსოლიდირებული. ეს არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის, არამედ პოლიტიკური ლოგიკის საკითხიცაა.
დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ღრმა და პრინციპული რეფორმა. ბუნებრივია, ამ პროცესის წარმართვა პატიმრობიდან უკიდურესად რთულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გზა არაერთხელ ადასტურებს, რომ მის ნებას ვერც ციხის კედლები ზღუდავს. ამავე დროს, პარტია იმდენად ძლიერი, მოქნილი და ორგანიზებული უნდა გახდეს, რომ შეძლოს არა მხოლოდ საკუთარი ლიდერის თავისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ საქართველოს გათავისუფლებაც, იმ რეჟიმისგან, რომელსაც რუსულ, კორუმპირებულ და კრიმინალურ მმართველობად მიიჩნევს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. წარმატებას ვუსურვებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ჩემი რწმენით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც უმთავრესი საქართველოა და არა პირადი კეთილდღეობა. ძალა, რომელიც აფასებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ამის ერთ-ერთ მაგალითად მიმაჩნია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება - გადაწყვეტილება, რომელიც მან საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უცხოელი მეგობარი ამას არ ურჩევდა.
დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ღირებულებები იყო, არის და მომავალშიც უნდა დარჩეს პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესი და ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშა, რომელიც ყველაზე სრულად გამოხატავს საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას, ტრადიციასა და ქრისტიანულ იდენტობას.
რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებ ანტიკორუფციულ ბრძოლას.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არც ერთი კორუფციული დანაშაული არ დარჩეს უპასუხოდ, არც ერთი თანამდებობის პირი არ იყოს კანონზე მაღლა და ყველას, ვინც ხალხის ხარჯზე მდიდრდება, მოქალაქეებს ამცირებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, კანონის წინაშე სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდნენ ჩემი მეგობრები პოლიტპატიმარი ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! გამარჯვება საქართველოს!“, - წერს ლაშა ფარულავა.
დღეს, 8 ივნისს "ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.
თაგები:
ლაშა ფარულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს