ლაშა ფარულავა - სააკაშვილს ჰქონდა მიმართვა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ და მათი მხრიდან არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი

ავტორი
Frontnews საქართველო
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ისტორიული სირცხვილია. თუ ვინმეს შეუძლია ამ ბნელი, ამ დუხჭირი ცხოვრების დასრულება ამ ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ევროკავშირმაც უნდა იმოქმედოს.
"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ისტორიული სირცხვილია. თუ ვინმეს შეუძლია ამ ბნელი, ამ დუხჭირი ცხოვრების დასრულება ამ ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი რომ არის ფორმაში, რომ აჟღერებს იმ გზავნილებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი, სწორედ ეს ადარდებს ივანიშვილის ბანდიტურ, კორუფციულ, კრიმინალურ რეჟიმს. ამის ნათელი მაგალითი არის კახი ხალაძე, ეს არის ადამიანი, რომელიც იყო და არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საბავშვო ბაღებში ულუფას არ ჰპარავდნენ პატარებს.
სააკაშვილს ჰქონდა მიმართვა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ და კი, მათი მხრიდან არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იმოქმედონ სწორედ ევროკომისრებმა. სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით დაიწყო ევროკავშირთან კონტაქტები, ბრიუსელიდან გაღებული კარი კი თბილისში ჩაკეტა ივანიშვილმა და მთავარი პრობლემა, ვინც გზას უღობავს ჩვენს ქვეყანას, არის ივანიშვილი და "ოცნება", რომლებიც თავიდან ბოლომდე ასრულებენ რუსეთის დავალებას", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
თაგები:
ლაშა ფარულავა




