ლაშა ფარულავა - ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია არის კორუფციული ინტერესების, გულგრილობის, მუნიციპალური დაუდევრობის კლასიკური მაგალითი


ავტორი
Front News საქართველო
"8 წელია, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ვერ განახორციელა “ქართული ოცნების” მუნიციპალურმა ხელმძღვანელობამ. ეს არის, რა თქმა უნდა, კორუფციული ინტერესებით ნაკარნახევი და “ბადა ქონსთრაქშენი”, რომელიც წლების განმავლობაში იყო პასუხისმგებელი რეაბილიტაციაზე”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
"ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია არის კორუფციული ინტერესების, გულგრილობის, მუნიციპალური დაუდევრობის კლასიკური მაგალითი. ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ კორუფციას, არამედ მძიმე დანაშაულს, 8 წელია ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ვერ განახორციელა “ქართული ოცნების” მუნიციპალურმა ხელმძღვანელობამ. ეს არის, რა თქმა უნდა, კორუფციული ინტერესებით ნაკარნახევი და “ბადა ქონსთრაქშენი”, რომელიც წლების განმავლობაში იყო პასუხისმგებელი რეაბილიტაციაზე, არის ხელისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის ფავორიტი კომპანია. ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი და კორუფციული ინტერესები არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ ახლაც მიმდინარეობს რეაბილიტაცია. არ არის ვარკეთილის მეტროსადგურის არათუ რეაბილიტაცია დამთავრებული, არამედ დაწყებულიც ნორმალურად არ არის. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები უნდა აწუხებდეს პროკურატურას კახი კალაძის და მისი მაღალჩინოსნების მიმართ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება ამ შემთხვევაში არ მიმდინარეობს. ძალიან მალე დაიწყება გამოძიება ყველა კორუფციულ ფაქტზე, როცა ქართველი ხალხის აღადგენს ქვეყანაში მართლმსაჯულებას და კანონის უზენაესობას”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
თაგები:
ლაშა ფარულავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს