
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე, – წერს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს 4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ თუ გაუხსნიან იმ წუთსვე მოაწერენ ხელს.
“დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი.
საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე.
ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.
შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა “რას ჰქვია არ შეეხვეწებით”. აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა“, – წერს ლაშა ტალახაძე.
თაგები:
ლაშა ტალახაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს