
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ბათუმში გამართულ პირველ კონფერენციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აჭარაში მმართველი გუნდის ჩასვლამ, დიდი ინტერესი გამოიწვია.
მისი განცხადებით, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, პრობლემური საკითხების მარტივად მოსაგვარებლად.
"ვარლამ ლიპარტელიანმა, ჩვენმა მეგობარმა და პოლიტიკური გუნდის ღირსეულმა წევრმა გვთხოვა, ბათუმში დავსწრებოდით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციას. ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია. დისკუსია და კამათი ახალგაზრდებთან არის საუკეთესო გზა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან. მიხარია, რომ ვარლამი და ახალგაზრდული გუნდი აქტიურად ჩაერთო დისკუსიებში - მე ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო!" - წერს ტალახაძე.
თაგები:
ლაშა ტალახაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს