Logo

ლაშა ტყეშელაძე - პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული საქმე

სამართალი
247
Frontnews image description

ამ ეტაპისთვის, პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, თითქოს მან იძალადა პოლიციელზე. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული საქმე, პროკურორმა მიიღოს დადგენილება და საქმე შეწყვიტოს, - ამის შესახებ გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მას დაუდგინდა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები მთელ სხეულზე.

"სამ ეტაპად იძალადეს სხვადასხვა ადგილზე. სახეზეა წამება და არაადამიანური მოპყრობა. ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფა  როგორ აყენებდნენ ლოცულაშვილს. ამ ეტაპისთვის, პაპუნას წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, თითქოს მან იძალადა პოლიციელზე. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული საქმე - პროკურორმა მიიღოს  დადგენილება და საქმე შეწყვიტოს. მას დაუდგინდა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები მთელ სხეულზე", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

გორში, კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.

ექიმების თქმით, პაპუნა ლოცულაშვილს აქვს თავის ზედაპირული ტრავმა, ასევე, აღენიშნებოდა გულმკერდზე, მარჯვნივ მეორე ნეკნის მოტეხილობა და მარჯვნივ სახსრის დაჟეჟილობა და ღრძობა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები