Logo

ლაშა ცანავა - შემომთავაზა თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაწერა

პოლიტიკა
281
Frontnews image description

პოლიტიკური თანამდებობის პირი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაწერა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ცანავამ პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილზე უნდათ შურისძიება.

"გასაგებია, რატომაც დამაკავეს. რომ ამიყვანეს მოდულის შენობაში, პოლიტიკური თანამდებობის პირი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაწერა. ლევან ხაბეიშვილზე უნდათ შურისძიება, რადგან მას ხშირად უხსენებია მათი უფროსი ანრი ოხანაშვილიც. უნდოდათ ჩამეწერა, მესმინა მისთვის. ჩემთვის მეგობრობა და კაცობა უპირველესია ",- განაცხადა ლაშა ცანავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ ლაშა ცანავას პატიმრობა შეუფარდა.

Advertisement