Logo

ლაშა ცანავა - უკვე 33 დღეა, ტყვეობაში ვარ, რადგან ჩემს ძმას ლევან ხაბეიშვილს არ ვუღალატე, ახლა ერთიანობა და ბრძოლაა საჭირო

პოლიტიკა
375
Frontnews image description

“უკვე 33 დღეა, ტყვეობაში ვარ, რადგან ჩემს ძმას (ლევან ხაბეიშვილს) არ ვუღალატე. ახლა ერთიანობა და ბრძოლაა საჭირო - 4 ოქტომბერს წყდება საქართველოს ბედი: ევროპული ოჯახი თუ რუსეთის გუბერნია. ამიტომ ერთად და ბევრი უნდა ვიყოთ”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს.

“გამარჯობა მეგობრებო და თანამებრძოლებო,

უკვე 33 დღეა, რაც ტყვეობაში ვიმყოფები იმის გამო, რომ ძმას, თანამებრძოლს (ლევან ხაბეიშვილს) არ ვუღალატე. რთულია აქ ყოფნა, ყოველ წამს მენატრება ჩემი ოჯახი, მეგობრები, მაგრამ მხნედ ვარ. ახლა საჭიროა ყველას ერთად დგომა, ერთად ბრძოლა. 4 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ბედი - ვიქნებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი თუ ვიქნებით რუსეთის გუბერნია, ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი.

დიდი მადლობა ყველა ჩემს ძმას, მეგობრებს, თანამებრძოლებს, რომლებიც გვერდზე მიდგანან. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, დიდება საქართველოს, გამარჯვება საქართველოს, თავისუფლება საქართველოს!” - წერს ცანავა.

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა 2025 წლის 30 ივლისს დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ლაშა ცანავამ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ დაკავების შემდეგ, მოდულის შენობაში მასთან, ორი დიდი თანამდებობის პირი შევიდა და გათავისუფლების სანაცვლოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ფარულად ჩაწერა შესთავაზა.

Advertisement