Logo

ლაშა ცუცქირიძე - აუცილებლად გავასაჩივრებთ, ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს

სამართალი
293
Frontnews image description

გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის ვერ იქნება შედეგი, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანატოლი გიგაურის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განაჩენის ჩაბარების შემდეგ ანატოლი გიგაურის თანხმობის შემდეგ განაჩენი გასაჩივრდება.

"თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ იმას, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის ვერ იქნება შედეგი.

ბუნებრივია, 4 წელსა და 2 წელს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ვიღაცისთვის პოზიტივია, თუმცა ჩავიბარებ განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, რა თქმა უნდა, გიგაურთან შეთანხმებით აუცილებლად გავასაჩივრებთ. ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს“,- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალდება „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლიდან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

Advertisement