Logo

ლაშა ცუცქირიძე - ეს ემსახურება პროტესტის მონაწილეთა მიმართ დაშინების მცდელობას, რომ არ გააგრძელონ პროტესტი

პოლიტიკა
207
Frontnews image description

ეს ემსახურება პროტესტის მონაწილეთა მიმართ დაშინების მცდელობას, რომ მათ არ გააგრძელონ პროტესტი ისე და იმგვარად, როგორც ყოველდღიურად აფიქსირებენ, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მუხლები, რომელიც მკაცრდება, შეეხება პირბადით ან მსგავსი სახით სახის დაფარვას, მეორე მხრივ, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას განმეორებით, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

"ეს ემსახურება პროტესტის მონაწილეთა მიმართ დაშინების მცდელობას, რომ მათ არ გააგრძელონ პროტესტი ისე და იმგვარად, როგორც ყოველდღიურად აფიქსირებენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ვხედავთ ამ ყველაფერს.

მთელი ეს მუხლები, რომელიც მკაცრდება, შეეხება პირბადით ან მსგავსი სახით სახის დაფარვას, მეორე მხრივ, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას განმეორებით, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. ამ მუხლებით კი შეიძლება ჰქონდეთ პრობლემა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთანაც", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ხელისუფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს გეგმავს. გზის გადაკეტვის ბრალდება ახლა 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement