ლაშა ცუცქირიძე - ნაკლებად მეგულება ადვოკატი და ადამიანი, ვინც დღეს მოსამართლისგან ობიექტურ განაჩენს მოელოდა

ავტორი
Front News საქართველო
განვლილი პროცესების ფონზე, ნაკლებად მეგულება ადვოკატი და ადამიანი, ვინც დღეს მოსამართლისგან ობიექტურ განაჩენს მოელოდა, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსამართლემ ბრალდებულის, ან მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვამდე არ იცოდეს ის, თუ რას აკეთებს სისხლის სამართლის საქმეში და რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.
"არ იყო არაფერი მოულოდნელი, რაც ჩვენ მოვისმინეთ სასამართლოს მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ განვლილი პროცესების ფონზე, ნაკლებად მეგულება ადვოკატი და ადამიანი, ვინც დღეს მოსამართლისგან ობიექტურ განაჩენს მოელოდა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსამართლემ ბრალდებულის, ან მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვამდე არ იცოდეს ის, თუ რას აკეთებს სისხლის სამართლის საქმეში, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს და რა განაჩენი. გამორიცხულია, დღეს დილას, როცა სასამართლო პროცესს ხსნიდა, არ სცოდნოდა მოსამართლეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებდა. ეს კიდევ სტრესია ბიჭებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, რადგან მოდიან, საბოლოო სიტყვას ამბობენ, რითაც იქმნება ილუზია, რომ მოსამართლეს უნდა, გადაწყვეტილება ობიექტურ საფუძველზე მიიღოს, მაგრამ ერთსაათიანი თათბირის შემდეგ რატომღაც წყვეტს, რომ იგივე განაჩენი უნდა გამოიტანოს", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა და ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულებს ორწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
თაგები:
ლაშა ცუცქირიძე




