ლატვიამ რუსული ტელეარხის “დოჟდის“ მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა


ავტორი
Front News საქართველო
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო გადაწყვეტილება, გაუუქმოს ლატვიური ლიცენზია რუსულ ტელეარხ “დოჟდს”, რომელიც თავს “ოპოზიციურ“ ტელეარხად ასახელებს, – წერს Delfi.
NEPLP-ის ხელმძღვანელმა ივარს აბოლინშმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არხის მიერ ბოლოდროინდელი დარღვევების შეფასების შემდეგ: მაუწყებლობისთვის სახელმწიფო ენაზე აუდიო ჩანაწერის არარსებობა, ყირიმის გამოსახულება რუკაზე, როგორც რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, ტელეწამყვანის მიერ რუსული არმიის “ჩვენს არმიად“ დასახელება, როგორც რუსული არმიის მხარდაჭერის შესაძლო გამოხატულება. გარდა ამისა, გადაწყვეტილება ეფუძნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას, თუმცა აბოლინშს მისი შინაარსზე არ უსაუბრია.
“ტელეარხ “დოჟდის“ ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს დარღვევების მნიშვნელობას და სერიოზულობას და, შესაბამისად, არ შეუძლია იმოქმედოს ლატვიის ტერიტორიაზე“, – განაცხადა აბოლინშმა.
გადაწყვეტილება ძალაში 8 დეკემბრის ღამეს შევა, როცა “დოჟდი“ ლატვიაში მაუწყებლობას შეწყვეტს.
“დოჟდის” ყოფილმა წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა ეთერში რუსი სამხედროების დახმარების შესახებ ისაუბრა.
მალევე ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება “დოჟდის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც აჩენდა ეჭვს, რომ ტელეარხი დახმარებას უწევდა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებს.
თაგები:
დოჟდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს