Logo

ლატვიის სანაპიროზე რუსული დრონის ფრაგმენტი იპოვეს

მსოფლიო
131
Frontnews image description

ლატვიის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სანაპიროზე „გერბერას“ ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სანაპიროზე დრონის უკანა ნაწილის ფრაგმენტი იპოვეს. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტში ასაფეთქებელი მასალა არ იყო მოთავსებული.

მომხდარს ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოებისთვის სპეციალური სენსორების დაყენება.

„დავავალე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, დაუკავშირდნენ კოლეგებს პოლონეთში, რათა გაარკვიონ, ჰგავს თუ არა ეს უპილოტო საფრენი აპარატი იმას, რაც გასულ კვირას პოლონეთში იპოვეს“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ.

თაგები:

ლატვია
Advertisement