
ავტორი
Front News საქართველო
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კევინ კიგანი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1970-იან წლებში „ლივერპულის“ ვარსკვლავი იყო და ასევე წვრთნიდა „მანჩესტერ სიტის“ და „ნიუკასლს“.
ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა. მიმდინარე წლის იანვარში კიგანის ოჯახმა გამოაცხადა, რომ მას მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინდა.
კიგანმა კარიერის განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე 750 მატჩი ჩაატარა. ის ლივერპულის ლეგენდა იყო, სადაც პროფესიული ცხოვრების ექვსი წელი, 1971 წლიდან 1977 წლამდე, გაატარა. შემდეგ კიგანი გერმანიაში გადავიდა, სადაც "ჰამბურგში" თამაშობდა. სწორედ "ჰამბურგის" ფეხბურთელის რანგში მოიგო მან ოქროს ბურთი ზედიზედ ორჯერ: 1978 და 1979 წლებში.
ფეხბურთელის რანგში კიგანმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1977) და უეფას თასი (1973, 1976).
კარიერის დასრულების შემდეგ, კევინ კიგანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა და წვრთნიდა "ნიუკასლს“ (1992-1997), ასევე 2008 წელს, "ფულჰემს“ (1997-1999), ინგლისის ეროვნულ ნაკრებს (1999-2000) და "მანჩესტერ სიტის“ (2001-2005).
თაგები:
კევინ კიგანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს