Logo

ლეგიონმა “რუსეთის თავისუფლებამ” მოხალისეების რეიდების შემდეგ რუსული არმიის დანაკარგები დაასახელა

უკრაინა
317
Frontnews image description

მოხალისეთა რეიდის შედეგად რუსულმა არმიამ დაკარგა 1500 ათასზე მეტი ოკუპანტი (მოკლული ან დაჭრილი). რუსმა მოხალისეებმა ასევე მოახერხეს 171 ერთეული სამხედრო ტექნიკის განადგურება და დაზიანება, – ამის შესახებ მონაცემებს რუსი მოხალისეები ავრცელებენ.

 

ლეგიონის “რუსეთის თავისუფლების” წარმომადგენლების მონაცემებით, რამდენიმე დღის განმავლობაში რუსმა მოხალისეებმა შეძლეს პუტინის რეჟიმისგან ორი დასახლების გათავისუფლება და დიდი რაოდენობით ოკუპანტებისა და სამხედრო ტექნიკის განადგურება.

 

მათივე ცნობით, რუსეთმა დაკარგა 651 ჯარისკაცი, 980 დაიჭრა, 37 ტყვედ აიყვანეს. განადგურებულია 121 ერთეული ტექნიკა, 50 – მწყობრიდან არის გამოსული.

 

“ჩვენი ოპერაციის წყალობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ფრონტის სტაბილიზაცია და იმ ტერიტორიების დაფარვა, სადაც რუსეთის თავდასხმა იყო მოსალოდნელი“, – განაცხადა ლეგიონის წარმომადგენელმა ალექსეი ბარანოვსკიმ.

 

12 მარტს რუსეთის მოხალისეთა ბატალიონები უკრაინის ტერიტორიიდან კურსკში და ბელგოროდის ოლქებში შევიდნენ. მოგვიანებით ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას ხელს უშლიდა.

 

15 მარტს რუსმა მოხალისეებმა გამოაცხადეს მასიური თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე ბელგოროდში და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს სასწრაფოდ შეეფარებინათ თავი და თავდასხმის დასრულებამდე არ გასულიყვნენ. 16 მარტს, “რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის და “ციმბირის ბატალიონის” მებრძოლებმა გააფრთხილეს ბელგოროდის სამხედრო ობიექტებზე მასიური თავდასხმის განზრახვის შესახებ და კვლავ სთხოვეს ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრიდან არ გამოსულიყვნენ.

 

ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია.

 

ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ რუსების “შეზღუდული სამხედრო ოპერაციები“ მალე არ დასრულდება.

თაგები:

ბელგოროდი
Advertisement