ლექსმანი - სამწუხარო და მიუღებელია, რომ ევროკავშირი არაფერს აკეთებს "ქართული ოცნების" მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში

ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
"სამწუხარო და მიუღებელია, რომ ევროკავშირი არაფერს აკეთებს "ქართული ოცნების" მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში. საქართველოს მოსახლეობას ნათლად აქვს განსაზღვრული თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა. ჩვენ არ შეგვიძლია მათი იმედგაცრუება", - წერს ევროპარლამენტარი.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
თაგები:
მირიამ ლექსმანი




