
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს და ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას სამხედრო ატაშეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს და სამხედრო ატაშეს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასა და თავდაცვისსფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
თაგები:
ლელა ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს