ლელა ჩიქოვანმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმინეს. ლელა ჩიქოვანმა დეპუტატებთან თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დადებითი დინამიკა და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას და მიღწეულ პროგრესს. მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.
საკომიტეტო მოსმენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და დეპუტატები დაესწრნენ.
თაგები:
ლელა ჩიქოვანი