ლელა ჯეჯელავა - ამ გაუთავებელ წერილებში ჩვენმა ქვეყანამ არ წაიღოს წერილი, ახლა სხვა ტიპის კომუნიკაციაა პოლიტიკოსებში საჭირო

ავტორი
Front News საქართველო
ამ გაუთავებელ წერილებში ჩვენმა ქვეყანამ არ წაიღოს წერილი, ეს არის ჩემი მოსაზრება და თხოვნა. ახლა სხვა ტიპის კომუნიკაციაა პოლიტიკოსებში საჭირო, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას ციხიდან გავრცელებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებში ოპოზიცია თავისი ემოციების მოთოკვას უნდა ეცადოს.
"მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს მანევრირების დიდი საშუალება არ ექნება, დიდი სივრცე აღარ აქვს დარჩენილი არსებული საერთაშორისო კონფლიქტიდან გამომდინარე. თუ ადრე აშშ რეგიონს საქართველოს პრიზმიდან უყურებდა, ახლა პირიქით არის - საქართველოს უყურებენ რეგიონში მიმდინარე პროცესების პრიზმიდან. სომხეთის არჩევნების შემდეგ, რომელიც, ჩემი ძალიან იმედიანი პროგნოზით, უნდა იყოს კარგი, დიდი დრო აღარ რჩება ივანიშვილს მანევრირებისთვის. ადამიანი არ ითვლება სანდო პარტნიორად და ეს კონტექსტი მთლიანად ამაზეა აგებული, დასანქცირებულია ის და ამიტომ, მას არ აქვს ბევრი მოქმედების არეალი. კი, რასაკვირველია ის შეეცდება ამ განცხადებაში გარკვევას, მაგრამ მე არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ სწორად გაიაზრებს იმას, რაც ამ განცხადებაში წერია,
არ ვიცი, ვინ შეძლებს, აუხსნას ზუსტად, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მას ასეთი ადამიანები ბევრი არ ჰყავს გარშემო, შესაბამისად, მცდელობები მას, რასაკვირველია, ექნება, მაგრამ ერთია მცდელობა და მეორე - ის, თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი.
რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას ამასთან დაკავშირებით, ამ გაუთავებელ წერილებში ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სახელმწიფომ არ წაიღოს წერილი - ეს არის ჩემი მოსაზრება და თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ სამშვიდობოს გავალთ, მანამდე ყველამ თავისი ემოციური დამოკიდებულებებისგან ერთმანეთთან დაკავშირებით, რაღაცნაირად თავი შეიკავოს. მე ვფიქრობ, ახლა სხვა ტიპის კომუნიკაციაა პოლიტიკოსებში საჭირო", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
თაგები:
ლელა ჯეჯელავა




