
ავტორი
Front News საქართველო
თუ ნანა სანდერსის ტიპის ადამიანს შეუძლია სახელმწიფოს გადატრიალების ორგანიზება, ე.ი. შენ არც სახელმწიფო ხარ და არც ხელისუფლება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აბსურდია, სადამდეც მივიდა "ქართული ოცნება".
"ჩვენ ხომ ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს არ იღებს მოსამართლე, არამედ იღებს სისტემა. ნანა სანდერსი - გოგონა, რომელიც საკმაოდ მოწყვლადი ფსიქიკისაა, ძალიან მგრძნობიარე და ემოციური სისტემის ადამიანი როცა გინდა, რომ გამოაცხადო სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად, ე.ი. შენ არც სახელმწიფო არ ხარ, თუ ამ ტიპის ადამიანმა შეიძლება დააორგანიზოს სახელმწიფო გადატრიალება, არც ხელისუფლება არ ხარ იმიტომ, რომ დაუშვი ის, რომ ამ ტიპის ადამიანი მიიყვანე იმ ზომამდე, რომ გადატრიალების ორგანიზებაში რამენაირად მიეღო მონაწილეობა და ადამიანობაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობთ - ეს ის კატეგორიაა, რომელიც ძალიან უცხო გახდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ნანას ფრაზამ - "მე ეს სახელმწიფო მომკლავს" შემძრა. შეუძლებელია, რომ საზოგადოებამ ეს გოგო დატოვოს მანიაკალიზმით შეპყრობილი რეჟიმის მოსაკლავად ციხეში.
აბსურდია, სადამდეც მივიდნენ. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ორგანიზატორი ჰყავდა ამ 4 ოქტომბრის არშემდგარ გადატრიალებას და არც ჩაფიქრებულ გადატრიალებას?!", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ნანა სანდერსს 7 წლით, ანტონ უბერს და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლემ 5000 ლარით დააჯარიმა.
თაგები:
ლელა ჯეჯელავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს