
ავტორი
Front News საქართველო
თუ მათ მართლა სიწმინდეების დაცვა უნდათ, დღე და ღამე უნდა იდგნენ კანცელარიის წინ და აპროტესტებდნენ გელათის მდგომარეობას, უნდა გაეპროტესტებინათ საყდრისი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის ხელოვნური და ეროვნული ფასეულობების დაცვას არ ემსახურება.
"რამდენი ასეთი რამ ვნახეთ იყო ლევან ვასაძის მოძრაობა - ახლა ის არ არის, "ქართული იდეა " - აღარ არის, იყო "კორკოტები " - აღარ არის, ასეთი აღტყინებით იყვნენ, რომ ქართველობა მაგათი დასაცავი იყო ჩემგან, თქვენგან. როგორ შეიძლება ჯანსაღმა ადამიანმა დაუშვას თავის თავში, იმ MMA-ის მებრძოლმა, რომ ჩვენ - ივანიშვილის მოწინააღმდეგეებისგან ივანიშვილი დაიცვას. ჯერ ერიდება, რომ ივანიშვილის დაცვის სახელი დაერქვას ამ ყველაფერს, თორემ, აბა ახლა მითხარით, ქართული ლიტერატურა ბესიკ ხარანაულისგან უნდა დაიცვან? ქართული მეცნიერება მზექალა შანიძისგან უნდა დაიცვან? ქართული ისტორია იულონ გაგოშიძისგან უნდა დაიცვან საყდრისის ამფეთქებლებმა?! სრული აბსურდია, რომ მათ მართლა ეროვნული ინტერესების და სიწმინდეების დაცვა უნდათ. თუ მათ მართლა სიწმინდეების დაცვა უნდათ, დღე და ღამე უნდა იდგნენ კანცელარიის წინ და აპროტესტებდნენ გელათის მდგომარეობას, უნდა გაეპროტესტებინათ საყდრისი, უნდა იდგნენ იმ ძეგლებთან, რომელიც მეტალოპლასტმასით და მეტლახით მოაპირკეთეს და სრულიად დაარღვიეს კულტურული იდენტობაც, ღირებულებაც და ფასიც. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ძალიან ხელოვნური", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.
თაგები:
ლელა ჯეჯელავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს