
ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს” განცხადებით, სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად მიტაცებულია.
“რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეცვლას ვერავინ გაბედავდა.
საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას, ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასია.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავასა და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს ამ ხელისუფლების არაადეკვატურობისა და ანტიეროვნულობის კიდევ ერთი მაგალითია.
ამ გადაწყვეტილებით, საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ლელო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს