Logo

ლექსმანი – დემოკრატიული უკან დახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს

პოლიტიკა
934
Frontnews image description

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

 

“ევროპის სახალხო პარტიასთან ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკან დახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს”, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს ორი დღის რამდენიმე ათეული ადამიანი დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები