ლექსო რაფავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას მომდევნო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დააყენებს.
ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა სხდომაზე დასწრების საშუალებას თავად რაფავას.
წინა სასამართლო პროცესზე ლექსო რაფავამ დაკავების დეტალები გაიხსენა.
მისი თქმით, 21 ოქტომბრის ღამეს, როცა სახლში ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სპეცრაზმი შეიჭრა, სპეცრაზმელებმა მათივე მიტანილი ხელყუმბარა კარადაში მოათავსეს, იარაღი საწოლის ქვეშ დადეს და გააფორმეს ისე, თითქოს ეს ნივთები რაფავას ეკუთვნოდა.
თაგები:
ლექსო რაფავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს