Logo

ლეშამუგეში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რეგიონები
200
Frontnews
ლეშამუგეში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას  პრობლემებს უქმნიდა.

​პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის  დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, რის შემდეგაც ასფალტბეტონის საფარი დაიგება.

​მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან და ჩქვალერის მაჟორიტარ დეპუტატთან ცოტნე ფიფიასთან  ერთად გაეცნო.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლეშამუგეს უბნის მოსახლეობა განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩქვალერისთვის, რომელიც თავისი უნიკალური ბუნებითა და ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა. გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა კი, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლის მიმზიდველობის გაზრდას როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები