Logo

ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სამართალი
441
Frontnews
ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. 

ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები