ლევან ბეჟაშვილი - ამ რეჟიმმა უნდა იგრძნოს სანქციების სიმწვავე


ავტორი
Front News საქართველო
ევროსაბჭოს ეს რეზოლუცია იქნება მეთოდოლოგია, რაზე დაყრდნობითაც ააგებს შემდეგ ევროკავშირი და მმართველობითი ორგანოები თავის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა იგრძნოს სანქციების სიმწვავე.
"ნიშანდობლივია ის, რომ 13 წლის თავზე კეთდება ამგვარი რამეები - განცხადებები და ასეთი რეზოლუციები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ევროსაბჭოს ეს რეზოლუცია იქნება, ფაქტობრივად, მეთოდოლოგია, რაზე დაყრდნობითაც ააგებს შემდეგ ევროკავშირი და მმართველობითი ორგანოები თავის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. ამ პოლიტიკის შედეგი კი არის ის, რომ დღეს ივანიშვილი, მისი თანამოაზრეები, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ არიან სანქცირებული და მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა თავად ივანიშვილსაც. ამ რეჟიმმა უნდა იგრძნოს სანქციების სიმწვავე", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას ამზადებს. ასამბლეაში საქართველოზე დებატები კი ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც რეზოლუციას მიიღებენ.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა