
ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, რომ ხვალ დავდგეთ ერთად, რათა არ დავუშვათ ამ კანონის მიღება და განხილვა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია ერთიანი სახით იქნება წარმოდგენილი იმიტომ, რომ ყველა საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფს აქვს ერთი აზრი, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რუსული კანონის მიღება. რუსეთში ამ კანონის საფუძველზე განხორციელდა რეპრესიები რიგით მოქალაქეებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ეს გზა აქვს არჩეული “ქართულ ოცნებას”, ამიტომ, ჩვენ საპარლამენტო ოპოზიცია ვიქნებით ერთიანი და რაც მთავარია, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, რომ ხვალ დავდგეთ ერთად, რათა არ დავუშვათ ამ კანონის მიღება და განხილვა”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. აგენტების შესახებ მსჯელობა განახლდება, სადაც ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი. 09:00 საათიდან კი პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყება.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს