Logo

ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული

პოლიტიკა
41
Frontnews
ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული

საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკურ-სამართლებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რომ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა და არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე ბევრი საინტერესო  შუამდგომლობები იქნება მათი მხრიდან, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ბევრ იმ ბრალდებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს თავის სარჩელში .

“საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკურ-სამართლებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რომ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა და არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული. არადა, როდესაც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყანაში დემოკრატიაზე არის საუბარი, პოლიტიკური კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით, „გააპრავონ“ ის სამომავლო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ. დღეს იქნება მორიგი პროცედურული საკითხები განხილული. საკმაოდ საინტერესო შუამდგომლობები იქნება ჩვენი მხრიდან, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ბევრ იმ ბრალდებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს თავის სარჩელში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მეორე დღეა, მიმდინარეობს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები