ლევან ბეჟაშვილი - საზოგადოების საპროტესტო მუხტი არ იზომება აქციაზე მონაწილე ადამიანების რაოდენობით

ავტორი
Frontnews საქართველო
საზოგადოების საპროტესტო მუხტი არ იზომება აქციაზე მონაწილე ადამიანების რაოდენობით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე მნიშვნელოვანია, რას უკავშირდება კონკრეტული პროტესტი.
"საზოგადოების საპროტესტო მუხტი არ იზომება აქციაზე მონაწილე ადამიანების რაოდენობით. საპროტესტო აქციაზე მნიშვნელოვანია მომენტუმი, რას უკავშირდება კონკრეტული პროტესტი. ყოველთვის ასე იყო საქართველოს ისტორიაში - როცა გადამწყვეტი დღეა, მომენტუმი დგება, საზოგადოება აქტიურობს. როცა დგება გადამწყვეტი მომენტუმი, მაშინ, ბუნებრივია, საზოგადოებას ექნება საშუალებაც, ორგანიზების უფლებაც და საპროტესტო აქციებით ამ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნის უფლებაც“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა 25 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართეს.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი




