ლევან ბეჟაშვილი - ვითხოვთ კონკრეტული პარტიების მიმართ ცალკე ბრალდებების ჩამოყალიბებას, რაც მთავარია მტკიცებულებების გამოქვეყნებას

ავტორი
Frontnews საქართველო
ვითხოვთ კონკრეტული პარტიების მიმართ ცალკე ბრალდებების ჩამოყალიბებას, რაც მთავარია მტკიცებულებების გამოქვეყნებას. საქმეში არის მხოლოდ ერთი მტკიცებულება - პოლიტიკური დასკვნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა განაცხადა.
მისი თქმით, ვერცერთმა მხარემ და ვერც საზოგადოებამ, ვერ გაიგო რა დანაშაული მიუძღვის პოლიტიკურ პარტიებს, რის გამოც მოსარჩელეს უნდა ამ პარტიების გაუქმება.
"საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, იქ დაგიწერთ რა სტანდარტით ვიხელმძღვანელეთო, აი, ეს არის საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში. ვერცერთმა მხარემ და ვერც საზოგადოებამ, ვერ გაიგო რა დანაშაული მიუძღვის პოლიტიკურ პარტიებს, რის გამოც მოსარჩელეს უნდა ამ პარტიების გაუქმება. ვითხოვთ კონკრეტული პარტიების მიმართ ცალკე ბრალდებების ჩამოყალიბებას, რაც მთავარია მტკიცებულებების გამოქვეყნებას. საქმეში არის მხოლოდ ერთი მტკიცებულება, პოლიტიკური დასკვნა, პოლიტიკური საგამოძიებო ორგანოს, რომელიც იყო ერთპარტიულ რეჟიმში ჩამოყალიბებული და ფუნქციონირებდა, ამიტომ არ შეიძლება ერთი პოლიტიკური დოკუმენტის საფუძველზე ხდებოდეს ხუთი პროევროპული პარტიის გაუქმება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი




