ლევან დავითაშვილი – არაკომპეტენტურ გამოხტომებზე პრემიერის პასუხი ადეკვატურია

ავტორი
Front News საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არსებული რეალობის შესაფერისია.
“პრემიერის შეფასებები არის შესაფერისი იმ რეალობის, რაც ჩვენ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, პრემიერის კომენტარები არის ძალიან კონკრეტული ოპონენტების დასმულ საკითხებზე. ნებისმიერ ჩვენს საარჩევნო კამაპანიაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, ერთად გვაქვს შეხვედრები რეგიონებში და, შესაბამისად, რასაც ვუყურებ, არის ადეკვატური შეფასება ნებისმიერ საკითხში, რაზეც პრემიერს ბოლომდე ვეთანხმები. ეს ეხება როგორც წარსულს, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დანაშაულებრივ ქმედებებს, გამოვლინებებს ოპონენტების, ისე დღევანდელ ქმედებებს, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო კირიტიკას, ხშირ შემთხვევაში, მათ არაკომპეტენტურ კრიტიკას.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური ველი არის დაცლილი საქმიანი, აზრიანი კრიტიკისგან, რაც მთავრობას ასე რიგად სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს „ქართული ოცნების“ მთავრობა, თუ სხვა მთავრობა, სჭირდება, რომ ქვეყანა უკეთესად ვითარდებოდეს და დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობდეს ქვეყანაში. ჩვენ ამის სანაცვლოდ ვიღებთ აბსოლუტურად უშინაარსო, სამწუხაროდ, არაკომპეტენტურ გამოხდომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე აბსოლუტურად ადეკვატური პასუხია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თაგები:
ლევან დავითაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


