Logo

ლევან დავითაშვილი – უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებაზე გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს ჯერ არ მიუღია

საზოგადოება
799
Frontnews image description

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აუდიტორიებში დაწყება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ეპიდემიოლოგები გასცემენ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“მასწავლებლების ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. თქვენთვის ცნობილია საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომ მასწავლებელთა 80% უნდა იყოს აცრილი, შესაბამისად, განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით წარიმართოს. 

 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებას, ამის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია. საბჭოს ხვალინდელი შეკრების ერთ-ერთი თემა ესეც იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ეს არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ეპიდემიოლოგები მოგვცემენ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები