Logo

ლევან დოლიძე – გიორგი გახარიას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კახა კალაძე ჩაეყენებინა საქმის კურსში

პოლიტიკა
01.09.2021 / 23:38
Frontnews image description

გიორგი გახარიას თანაგუნდელი, თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან დოლიძე გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს შორის შეხვედრის ფაქტს ადასტურებს.

 

როგორც დოლიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, გიორგი გახარიას გადაწყვეტილი ჰქონდა კახა კალაძეს შეხვედროდა და პირადად ეთქვა, რომ თბილისის მერის პოსტზე მის კონკურენტობას აპირებდა.

 

“გიორგი გახარიას არაერთხელ მოუხსენებია კახა კალაძე როგორც ღირსეული ოპონენტი, პოზიტიური შეფასება გაუკეთებია იმ ურთიერთობებზე, რომელიც მას კალაძესთან ჰქონდა და მას ნამდვილად ჰქონდა გადაწყვეტილი, როგორც იქცევიან ღირსეული ადამიანები, რომ ოპონენტს შეხვდეს, ესაუბროს თავის გეგმებზე.

 

გიორგი გახარიას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კახა კალაძე ჩაეყენებინა საქმის კურსში და ეთქვა, როგორც ღირსეული ადამიანი იქცევა, რათა მას არ შეეტყო ეს ინფორმაცია ტელევიზიის მეშვეობით, მას უნდოდა, ეთქვა ამის შესახებ. მას ბუნებრივია, კიდევ ერთხელ უნდოდა ხაზი გაესვა იმ წითელის ხაზების გადაკვეთაზე, რასაც სამწუხაროდ, მმართველი ძალა აკეთებს. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ დღისით, მზისით, გიორგი გახარია მივიდა მერიაში და კახა კალაძეს რაღაც ფინანსური რესურსების გამოყოფაზე ესაუბრა, ეს არის სრული აბსურდი. მერიაში დღისით, მზისით არ ხდება საიდუმლო შეხვედრები. ბუნებრივია, შეხვედრა იყო, მაგრამ შეხვედრა იყო ისე, როგორც იქცევა ღირსეული ადამიანი, რომელიც თავის ყოფილ კოლეგას, რომელსაც მოიხსენიებს ღირსეულ ოპონენტად, ხვდება და ეუბნება, რომ მისი გადაწყვეტილებაა, გახდეს მისი პირდაპირი ოპონენტი და მას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ ძალიან მძიმე წითელი ხაზების გადაკვეთაზე, რასაც დღევანდელი ხელისუფლებას აკეთებს“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

Advertisement