ლევან დოლიძე – პარტია „საქართველოსთვის“ გაძლიერების და რეიტინგის ზრდის პროცესი გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
“ნებისმიერი კვლევა, რომელიც ბოლო პერიოდში ტარდება, მათ შორის, ჩვენი კვლევები, თუ ჩვენი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან თბილისში და რეგიონებში ადასტურებს იმას, რომ დასრულდა ის ეტაპი, ის პოლიტიკური პროცესი, როდესაც „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა მარტო იყვნენ პირისპირ – ფაქტობრივად მთავრდება ის დიქოტომია, რომელიც ამ ორი პოლიტიკური ძალის მიერ იყო შექმნილი. ეს კვლევები ადასტურებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ გაძლიერების და მისი რეიტინგის ზრდის პროცესი გრძელდება“, – ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი – ლევან დოლიძე გუშინ „ედისონ რისერჩის“ მირ გამოქვეყნებულ კვლევას.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ და მისი პარტიული ჯგუფის ჩატარებულ კვლევას ლევან დოლიძე ხაზს უსვამს, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე უადგილოა.
“სერიოზულად გიპასუხოთ ამ კითხვაზე? ცხადია, დღეს ჩვენ ვიხილეთ „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი რეკორდის მოხსნა, რასაც ბუნებრივია ველით. აქ იმასაც ვატყობთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ჩვენი პარტიის მიმართ არის გაკეთებული – ეს გამოიხატება არა მხოლოდ კვლევებში, არამედ იმ ძალადობაში, რეპრესიებსა და ზეწოლაში, რაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო ინტენსიური გახადა “ოცნებამ“. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მაგალითად ტელეკომპანია „იმედმა“ როდესაც გამოაქვეყნა ეს კვლევები, პარტიული სიიდან საერთოდ გააქრეს პარტია ,,საქართველოსთვის”, – აცხადებს დოლიძე.
ლევან დოლიძემ თბილისის მერობის კანდიდატს კახი კალაძეს კიდევ ერთხელ მოუწოდა არ გაექცეს გიორგი გახარიასთან დებატებს.
“ყველა კითხვას არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პასუხი უნდა გაეცეს დებატების მეშვეობით, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბატონ კახის, რომ დაჯდეს დებატებში გიორგი გახარიასთან“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
თაგები:
ლევან დოლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს