
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ლევან დოლიძე თბილისის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიაში დარჩება, – ამის შესახებ მან Front News-ს განუცხადა.
მისი თქმით, ის მუშაობას პოლიტიკურ საკითხებზე გააგრძელებს.
“ვაგრძელებ საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე, იმ პოზიციაზე, რომელზეც მანამდე ვიმყოფებოდი, ასე რომ, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება საკრებულოს, მე მივმართე და ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ.
ეს არის პირადად ჩემი, ბატონი გიორგი გახარიას და პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. მე გავაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რომელზეც ვმუშაობდი არჩევნებამდე,”, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, მას საკრებულოში დავით ფარცვანია ჩაანაცვლებს.
“დავით ფარცვანია, რომელიც სიაში რიგით მეხუთე ნომერი იყო, შევა საკრებულოში და სრულად და აქტიურად ჩაერთვება ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” მუშაობაში”, – განაცხადა დოლიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს