Logo

ლევან იოსელიანი ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას შეხვდა

Frontnews image description

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მე-5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა, მათ შორის ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას.

"საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.

სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ; შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ადგილზე დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა; გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქოსოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობის საკითხებს; მოინახულა ასევე, დაწესებულებაში არსებული დედათა და ბავშვთა განყოფილება.

სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე, შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები