ლევან იოსელიანი – მნიშვნელოვანია, იყოს ისეთი საარჩევნო ბარიერი, რომლის გადალახვასაც შეძლებენ ახალი, მცირე პარტიები


ავტორი
Front News საქართველო
„საქართველო საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაა, რაც გულისხმობს პარლამენტში მრავალპარტიულობის არსებობას და მრავალპარტიულად ქვეყნის მართვას. მაღალი ბარიერის პირობებში ეს შეუძლებელია“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს.
ლევან იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს ისეთი საარჩევნო ბარიერი, რომლის გადალახვასაც შეძლებენ ახალი, მცირე პარტიები.
„ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა სოციალური ჯგუფის ხმა ისმოდეს პარლამენტში და მთავარი დისკუსია ხდებოდეს სწორედ პარლამენტში და არა პარლამენტის გარეთ, როგორც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის მანძილზე ხდება ჩვენს ქვეყანაში. დაინიცირებული 2%-იანი ბარიერი არის შესაძლებლობა, რომელიც დაადგენს იმ ზღვარს, რომელიც იქნება ერთგვარი დამბლოკავი იმ ძალების, რომელთა მოხვედრა პარლამენტში არ არის სასურველი და, მეორე მხრივ, პატარა პარტიებს შესაძლებლობას მიეცემათ, გადალახონ ბარიერი და თავიანთი ხმა შეიტანონ პარლმენტში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
თაგები:
ლევან იოსელიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს