Logo

ლევან ხაბეიშვილი - "ამოდენა შეტლიკინებას“ ნუ დაუკარგავთ, რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს, იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ

პოლიტიკა
123
Frontnews
ლევან ხაბეიშვილი - "ამოდენა შეტლიკინებას“ ნუ დაუკარგავთ, რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს, იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ

ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი წერს.

"იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც“ კი „ეტლიკინება“ ბიძინას… ხვდებით, როგორი სუსტია ფაქტობრივი მმართველი?!

ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის „შეტლიკინებას“ და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას…

რეალურად, ასეთი ყანყალი, „ჯაყჯაყი“ და პატარა წამოყვირებები უნდა „წავახალისოთ“.

მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას „შვილობილის“ განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო…

ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება - სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო…

"ამოდენა შეტლიკინებას“ ნუ დაუკარგავთ.

რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს - იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ… ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ. სუსტია და თან როგორი სუსტი..." - წერს ხაბეიშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები