ლევან ხაბეიშვილი – გაფრთხილებთ, სასწრაფოდ დაუშვით საბუთით, დოკუმენტით და არა სიტყვით პოლონელი ექიმები პრეზიდენტ სააკაშვილთან


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცეს.
“პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პუტინის მიმართ დაკავების ორდერის გამოცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 123 ქვეყანაში ემუქრება დაკავება და ფაქტობრივად მთავარი ტერორისტი გამოკეტილი კრემლში, ამასობაში, პუტინთან მებრძოლ უმაღლეს მთავარსარდალს წამებით, კრემლის საამებლად კლავს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პირადი ვენდეტით. ეს რომ ასეა, ევროკავშირმა მისივე რეზოლუციით დაამტკიცა.
საზოგადოებამ იცის, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ამასობაში რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ თურმე შეუძლია ჩამოვიდნენ და თურმე მზად არის, რომ თანხმობა გასცეს, თუმცა ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის.
ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ, ახალ კვირაში, ხვალიდანვე უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა. არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა და ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან მაშინვე ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
ამიტომ რატი ბრეგაძეს, ამ კრემლიდან მართული ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელსაც სხვათა შორის, თავის დროზე უცხოეთში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასწავლა, ის ემორჩილება კრემლიდან მოსულ დირექტივებს, ის ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გაითვალისწინოს საფრანგეთის პრეზიდენტის მოწოდება, მოუსმინოს ევროკავშირის 27 ქვეყანას, რომელმაც გამოუცხადა დემარში, მოუსმინოს ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალს და უმარტივესი, ერთი ხელმოწერით დაუშვას პოლონელი ექიმები.
გაფრთხილებთ, სასწრაფოდ დაუშვით საბუთით, დოკუმენტით და არა სიტყვით პოლონელი ექიმები პრეზიდენტ სააკაშვილთან”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი – სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის

ლევან ხაბეიშვილი – ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს “რუსული ოცნება“, მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო

ლევან ხაბეიშვილი – 400 000-მდე პენსიონერს უნდა გაუნულდეს სესხი, თან დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა