
ავტორი
Front News საქართველო
საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ხაბეიშვილის “ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას ცემას ედავება.
“ირაკლი ჯიგარო, ამ ენით გიყვარს ხოლმე შენ ლაპარაკი, არც მიცემიხარ, არც ნეკნები ჩამიმტვრევია შენთვის და არც არანაირი დაზიანება არ მომიყენებია, ამიტომ ნება იბოძე, მობრძანდი ამ რუსულ სასამართლოში და მიეცი ჩვენება, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს რა თქმა უნდა, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი განცხადებით, პრემიერს “ძალიან სტკივა” “ანტიკორუფციული მოძრაობის” საქმიანობა, რომელიც ახალი დაფუძნებულია.
2020 წელს საკრებულოში, სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს სცემს. ინციდენტში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატის მიმართ საქმის წარმოება შეწყვეტილია, რადგან მუხლს, რომელსაც მათ ედავებოდნენ ამნისტია შეეხო.
ამნისტიას ხაბეიშვილის მუხლიც ითვალისწინებს, თუმცა დაცვის მხარე ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, რადგან ხაბეიშვილის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს