
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს 18:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
“როგორც კი მორჩებით სამსახურებს, მოდით, ყველას გელოდებით სასწრაფოდ პარლამენტთან”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.
“სამშობლო გვიხმობს, ამიტომ ყველას გელოდებით პარლამენტთან”, – აღნიშნა ვაშაძემ.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.
იქამდე საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, მათ შორის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს.
აქცია პარლამენტთან ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მობილიზებულია პოლიცია.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს