
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთში დარეგისტრირებული კომპანიებისათვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლების აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია რუსეთში დარეგისტრირებულ კომპანიებზე და ეს არ ეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში დაარეგისტრირებენ.
“რუსეთში დარეგისტრირებულ კომპანიებს აეკრძალოთ საქართველოში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. აქ არ არის საუბარი, რომ რუსეთის მოქალაქემ საქართველოში დაარეგისტრიროს კომპანია, მერე ვერ მიიღოს კომპანია, მას შეეძლება მონაწილეობა. საუბარია რეზიდენტ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთში აწარმოებენ ეკონომიკურ საქამიანობას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, იმისათვის რომ საქართველოს ბიუჯეტიდან რუსეთის ეკონომიკის შევსება აღარ მოხდეს, ცვლილებები „შესყიდვების შესახებ კანონში“ უნდა შევიდეს.
“200-მდე ასეთი კომპანიაა, რომელიც რუსეთშია დარეგისტრირებული, ბოლო სტატისტიკით, 100-კომპანია, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის გაიზარდოს, თუ აქამდე საუბარი იყო ასეულ მილიონობით ლარის რუსულ ეკონომიკაში ჩასხმაზე, არის საშიშროება იმის, რომ ეს თანხები გაიზარდოს. ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ ჩვენი საბიუჯეტო თანხები რუსეთის ეკონომიკაში არ ჩავასხათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს