
ავტორი
Front News საქართველო
“სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გვექნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისხმობ, ვითანამშრომლებთ”, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარემ ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში კითხვას, შესაძლოა, თუ არა ნიკა მელიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და რა ინფორმაციას ფლობს ამის შესახებ.
“ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, თითქოს გაბუტულის პოზიციაში არიან, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ მან განაცხადა, რომ პარტიის დატოვებას არ გეგმავს იქამდე მაინც, ვიდრე მესამე პრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაშია.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს