Logo

ლევან მაჭავარიანი - ძალიან კარგია, რომ ბარამიძის განცხადებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა

პოლიტიკა
341
Frontnews
ლევან მაჭავარიანი - ძალიან კარგია, რომ ბარამიძის განცხადებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა
© Front News georgia

ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა, ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ბარამიძემ წამოიწყო ძალიან ბინძური კამპანია, რაც შემდეგ ბატონმა ნიკა გვარამიამ და ქალბატონმა სამადაშვილმა გააგრძელეს, შემდეგ კი ბატონმა სააკაშვილმა დააგვირგვინა. ეს ყველაფერი კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება. ერთის მხრივ, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა და მეორეს მხრივ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები