ლევან მაჭავარიანი – უკვე იკვეთება, რომ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ და თემის პოლიტიზებას ცდილობდა

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ, რომელიც მის მიმართ წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა.
მაჭავარიანის თქმით, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, კორუფცია არავის ეპატიება.
"ვერანაირ დეტალში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა. წერილები, რასაც ბატონი ღარიბაშვილი იწერებოდა – უკვე იკვეთება, რომ წინასწარ იცოდა მძიმე ბრალი, რაც მის წინაშე წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი იქნება, მოქმედი თუ რომელი თანამდებობის პირი, ნებისმიერ შემთხვევაში ანალოგიური მიდგომა გვაქვს ნებისმიერ ადამიანზე. ჩვენ კორუფციას არავის ვაპატიებთ. შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით და ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული. ამ ხაზით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ახალი ბრალი დღეს წარუდგინა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




