ლევან მახაშვილი - ბრიუსელის წარმომადგენლებმა წლების განმავლობაში კვებეს დესტრუქცია

ავტორი
Frontnews საქართველო
როგორც ჩანს, ყველაფერი გარდაუვალი დასასრულისკენ წავიდა. თავის დროზე როგორი მაღალფარდოვანი პოზიციებითაც არ უნდა შემოსულიყვნენ პროტესტში, როცა არ ითვალისწინებ სხვის აზრს, გაქვს რადიკალური დამოკიდებულებები, ადრე თუ გვიან, ყველაფერი აქამდე მივა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროტესტის შეფასებისას განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ეს არის ფსევდორელიგიური, აგრესიული თემი, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან, მოსახლეობის ამა თუ იმ პოზიციის გამოხატვისა და სამოქალაქო დიალოგისგან.
"ეს არის აგრესიული თემი, რომლის მიზანიცაა დესტრუქციის შემოტანა. აქ გამორჩეული როლი აქვთ ბრიუსელის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც წლების განმავლობაში ეს დესტრუქცია კვებეს. ალბათ, დროა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ გადაიაზრონ თავისი წვლილი და პასუხისმგებლობა ამ პროცესში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს "პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.
თაგები:
ლევან მახაშვილი




