ლევან მახაშვილი – სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთგვარი ოქროს შუალედი ვიპოვოთ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ იპოვოს ერთგვარი ოქროს შუალედი, რათა ერთის მხრივ ბიზნესინტერესები იყოს დაცული და ამავდროულად მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.
“ერთის მხრივ გასაგებია კერძო კომპანიის პრიორიტეტები და ინტერესები, რომ მას არ უნდა რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად, უსასრულოდ, წამგებიან რეჟიმში იმუშაოს. ეს ერთის მხრივ გასაგებია ბიზნესის მხრიდან. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მხრიდანაც და მოსახლეობის მხრიდანაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ნებისმიერ ბიზნესკომპანიას, მით უმეტეს ამხელა ბიზნესს აკისრია ხოლმე, ეს სოციალური პასუხისმგებლობა იყოს სრულად გააზრებული და პატივცემული. ამიტომ სახელმწიფოს ინტერესი და როლი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ერთგვარი ოქროს შუალედი ვიპოვოთ, რომ ერთის მხრივ ბიზნესინტერესები იყოს დაცული, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. ამ პროცესში არის ჩართული სახელმწიფო, სწორედ რომ ეს ოქროს შუალედი ვიპოვოთ და იმედია, რომ უახლოეს მომავალში ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი – ფუნდამენტურ საკითხებზე თანხვედრა გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები აღდგება

მამუკა მდინარაძე – ხომ დადასტურდა? ჩარტერები მაშინ ყოფილა უკანონო, მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ ოჯახის მიერ არის გადახდილი ეს თანხები

ლევან მახაშვილი – სახელმწიფოში არის არაერთი ბერკეტი, ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული