Logo

ლევან მახაშვილი – სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა და იდეა არ არსებობს, ეს ჩვეულებრივი ჭორებია

პოლიტიკა
109
Frontnews
ლევან მახაშვილი – სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა და იდეა არ არსებობს, ეს ჩვეულებრივი ჭორებია

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა და იდეა არ არსებობს.

მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი ჭორებია.

„რა ინფორმაციაც მაქვს, არაფერი იცვლება, მთავრობაში სამთავრობო ცვლილებები არ განიხილება. ეს მორიგ ჯერზე გავრცელებული ჭორებია. მმართველ გუნდში არანაირი საუბარი და განხილვა არ არის. დღეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა და იდეა არ არსებობს, ეს ჩვეულებრივი ჭორებია“, – განაცხადა მახაშვილმა მედიაში შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები