Logo

ლევან მაჭავარიანი – ჩემი მექანიკური შეცდომა, უფრო ზუსტად კი “ნაცი” ჟურნალისტის სიტყვების მექანიკური გამეორება, დღის მთავარ თემად აქციეს

პოლიტიკა
952
Frontnews image description

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, მაჭავარიანმა “აღიარა, რომ რეჟიმს პოლიტპატიმრები ჰყავს”.

მისი განცხადებით, ტელეკომპანიას მეტი სათქმელი რომ არაფერი აქვს მექანიკური წამოცდენა, დღის მთავარ თემად აქციეს.

“მეტი სათქმელი რომ არაფერი აქვთ, ჩემი დღევანდელი მექანიკური შეცდომა, უფრო ზუსტად კი ნაცი ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სიტყვების მექანიკური გამეორება, დღის მთავარ თემად აქციეს, ისეთ დღეში არიან ეს უბედურები.

ქართველ პოლიციელებსა და სახელმწიფოზე თავდამსხმელები ისეთივე პოლიტპატიმრები არიან, როგორც ტვ პირველია არა-ნაცი და მართალი ტელევიზია”, – წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები